დაბრუნების პოლიტიკა
მიწოდებიდან 14 დღის განმავლობაში შეკვეთის დაბრუნება შეგიძლია — მოთხოვნა შეკვეთის გვერდიდანვე იგზავნება.
როგორ მოვითხოვო
გახსენი შეკვეთა ანგარიშში, აირჩიე, რომელი პროდუქტების დაბრუნება გინდა და რატომ (დაზიანებულია, არასწორი მოვიდა, აღწერას არ შეესაბამება, სხვა), და გააგზავნე მოთხოვნა. ჩვენი პასუხი იმავე გვერდზე გამოჩნდება და ელფოსტაზეც მოგდის.
მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ მიწოდებული შეკვეთისთვის, მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
რა ხდება შემდეგ
დამტკიცების შემდეგ პროდუქტი გამოგზავნე ან მოიტანე — სად და როგორ, პასუხშივე იქნება. პროდუქტი სრულ კომპლექტში და შეძლებისდაგვარად თავდაპირველ შეფუთვაში უნდა დაბრუნდეს.
როცა პროდუქტს მივიღებთ, თანხა იმავე გზით ბრუნდება, რითაც გადაიხადე: კურიერთან გადახდილი — საბანკო ანგარიშზე, რომელსაც ანგარიშის პარამეტრებში მიუთითებ; ბარათით გადახდილი — იმავე ბარათზე.