ხშირად დასმული კითხვები
კითხვები შეკვეთაზე, გადახდაზე, მიწოდებასა და დაბრუნებაზე.
რეგისტრაცია მჭირდება?
დიახ — შეკვეთის გასაფორმებლად ანგარიშია საჭირო. ეს ერთი წუთია: სახელი, ელფოსტა, ტელეფონი და პაროლი, ან Google-ით შესვლა. ანგარიშში ყველა შეკვეთა, სტატუსი და მისამართი ერთად ინახება.
როგორ გადავიხადო?
საბანკო გადარიცხვით ან ონლაინ — რომელი მეთოდია ჩართული, შეკვეთის გაფორმებისას ჩანს. გადარიცხვისას ჩვენი ანგარიში იქვე გამოჩნდება და ჩეკის ფოტოს ატვირთვა დაგჭირდება; შეკვეთას დავადასტურებთ, როგორც კი თანხა შემოვა. კურიერთან გადახდას აღარ ვიღებთ.
რა ღირს მიწოდება?
მიწოდება უფასოა 200,00 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე, სხვა შემთხვევაში — 15,00 ₾. ზუსტი თანხა კალათაშივე ჩანს.
როგორ ვნახო ჩემი შეკვეთა?
ანგარიშში, „ჩემი შეკვეთების“ გვერდზე. ან გვერდზე „შეკვეთის მოძებნა“ შეიყვანე შეკვეთის ნომერი და ტელეფონი — ტელეფონი იმისთვისაა, რომ სხვისი შეკვეთა ვერავინ ნახოს.
შემიძლია დაბრუნება?
დიახ, მიწოდებიდან 14 დღის განმავლობაში — მოთხოვნა შეკვეთის გვერდიდანვე იგზავნება. დეტალები დაბრუნების პოლიტიკაშია.