გადადი მთავარ შიგთავსზე

კონფიდენციალურობა

რა მონაცემებს ვინახავთ, სად მიდის და რამდენ ხანს.

რას ვინახავთ

ანგარიშის შექმნისას: სახელი, ელფოსტა, ტელეფონი და პაროლის კრიპტოგრაფიული ჰეში — პაროლი ღია ტექსტად არასდროს ინახება. Google-ით შესვლისას Google-ისგან მხოლოდ სახელს და ელფოსტას ვიღებთ.

შეკვეთის გაფორმებისას: მიმღების სახელი, ტელეფონი, ქალაქი, მისამართი და კომენტარი. შენახული მისამართები, გადახდის სასურველი მეთოდი და დაბრუნებისთვის მითითებული საბანკო რეკვიზიტები ანგარიშშია.

ბარათის ნომერს არასდროს ვხედავთ და არ ვინახავთ — ონლაინ გადახდა პროვაიდერის გვერდზე ხდება.

კალათა და რჩეულები შენს ბრაუზერშია. შესული მომხმარებლის რჩეულები და კალათის შიგთავსი სერვერზეც ინახება, რომ სხვა მოწყობილობიდანაც ჩანდეს და მიტოვებულ კალათაზე ერთხელ შეგახსენოთ.

შეფასების ფოტოები და პროფილის ფოტო ჩვენს ბაზაში ინახება.

Cookie-ები

bz_session — შესვლის სესია, ხელმოწერილი, httpOnly, 7 დღე. bz_receipts — ამ ბრაუზერიდან გაფორმებული შეკვეთების ხელმოწერილი სია, 30 დღე, რომ შენს შეკვეთას მხოლოდ შენ ხედავდე. cm_locale და bz_theme — არჩეული ენა და თემა, ერთი წელი. bz_chat — ჩატ-ასისტენტის ანონიმური სესია, 30 დღე. Google-ით შესვლისას რამდენიმე წუთით ერთჯერადი cookie იდება (bz_oauth_*).

ანალიტიკის ან რეკლამის cookie არ გვაქვს, ამიტომ თანხმობის ფანჯარაც არ არის საჭირო. გვერდისა და პროდუქტის ნახვებს ვითვლით — რომელი გვერდი რამდენჯერ გაიხსნა დღეში — მაგრამ არც ვინაობას, არც IP მისამართს არ ვინახავთ: ერთი დღის ვიზიტორები ერთმანეთისგან იმ დღის გასაღებით განსხვავდება, რომელიც შუაღამისას იცვლება და ვერავის უკან ვერ მიაბრუნებ.

ვის გადაეცემა

Vercel — ჰოსტინგი; ამუშავებს მოთხოვნებს და ინახავს სერვერის ლოგებს (IP მისამართი, გვერდი, დრო). Supabase — ბაზა, სადაც შეკვეთები და ანგარიშები ინახება.

Resend — ელფოსტის გაგზავნა; იღებს მიმღების მისამართს და წერილის შიგთავსს (დადასტურების კოდი, შეკვეთის დეტალები). Sentry — შეცდომების აღრიცხვა; იღებს შეცდომის ტექსტს, არასდროს — cookie-ს ან ფორმის შიგთავსს.

Google — შესვლა Google-ით, თუ ამას აირჩევ. გადახდის პროვაიდერი (ბანკი, PayPal ან კრიპტო-სერვისი) — მხოლოდ ონლაინ გადახდისას, შეკვეთის თანხა და ნომერი.

ჩატ-ასისტენტი, თუ ჩართულია, ენობრივი მოდელის პროვაიდერს (Google ან Anthropic) გადასცემს შენს შეტყობინებას და პასუხისთვის საჭირო კატალოგის მონაცემებს. შეკვეთის სტატუსის კითხვისას — სტატუსს, ნივთებს, თანხას და ქალაქს; სახელს, ტელეფონს და მისამართს არა. ჩატში პერსონალურ მონაცემებს ნუ დაწერ.

სხვა მხარეს მონაცემები არ გადაეცემა და არ იყიდება.

რამდენ ხანს

ერთჯერადი კოდები (დადასტურება, პაროლის აღდგენა) — 15 წუთი, შემდეგ ძალადაკარგულია.

შეკვეთები — განუსაზღვრელი ვადით, რადგან ისინი ბუღალტრული ჩანაწერია.

ანგარიშის წაშლა ან მონაცემების ასლის მოთხოვნა — მოგვწერე საკონტაქტო გვერდიდან.